თემა: გარეული ცხოველები მეცადინეობის მიზანი: გარეული ცხოველების ცხოვრების პირობებისა და თავისებურებების გაცნობა; მეტყველების განვითერება; დამოუკიდებლად მსჯელობის უნარის გაუმჯობესება; ხელის მცირე მოტორიკის განვითარება; მხედველობითი მეხსიერების განვითარება; სიტყვათა მარაგის გამდიდრება. მოსამზადებელი სამუშაო: მასწავლებელი წინასწარ, 3-5 კვირის განმავლობაში, ათვალიერებინებს ბავშვებს გარეული ცხოველებისა და ფრინველების სურათებსა და სათამაშოებს. ჯერ იწყებს ნაცნობი ცხოველებით - მელა, მგელი, დათვი, კურდღელი, ირემი და ა.შ. სათითაოდ გააცნობს მათ. აუხსნის, სად ცხოვრობენ, რითი იკვებებიან. რომელი ცხოველია მტაცებელი. უყვება ბავშვებს, რომ ეს ცხოველები ცხოვრობენ ჩვენს ტყეებში. უკითხავს ზღაპრებს, რომლებშიაც ეს ცხოველებია გამოყვანილი. მერე თანდათან დაუმატებს სხვა ქვეყნების ცხოველებს - სპილო, ლომი, ზებრა, ვეფხვი, ჟირაფი და ა.შ. საილუსტრაციოდ სხვა სურათებთან და სათამაშოებთან ერთად გამოიყენებს წიგნს "მოსწავლის პირველი ენციკლოპედია. ცხოველები" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). მეცადინეობის მსვლელობა: ხატვა: მასწავლებელი ალაგებს მაგიდებზე ფერად ფანქრებს და შავ ფერში შესრულებულ ფრინველებისა და ცხოველების სურათებს. ბავშვები მოსვლისთანავე სხდებიან მაგიდებთან და აფერადებენ. ბავშვები სხდებიან წრიულად ხალიჩაზე. მასწავლებელი აგროვებს გაფერადებულ სურათებს და დებს მათ ცენტრში. შემდეგ აძლევს ბავშვებს დავალებებს დააჯგუფონ ეს სურათები: ა)ცხოველები და ფრინველები ცალ- ცალკე; ბ) ბინადრობის ადგილის მიხედვით; გ) შინაური და გარეული და ა.შ. შემდეგ მასწავლებელი აძლევს ბავშვებს სავარჯიშოს "რომელია ზედმეტი" - რამდენიმე შინაური ცხოველის სურათთან ერთად დებს ერთი გარეული ცხოველის სურათს, ან ფრინველების სურათებთან - ერთ ცხოველის სურათს და ა.შ. ბავშვებმა უნდა გამოიცნონ, რომელია ზედმეტი. შემდეგ ბავშვები მასწავლებლის დახმარებით პასუხობენ კითხვებს: რომელმა ნადირმა იცის ბურტყუნი? ბღავილი? ჩხავილი? წკავწკავი? რომელმა ნადირმა იცის ძუნძული? ცუნცული? ცანცალი? ბაჯბაჯი? დამხმარე მეთოდური მასალა მასწავლებლებისთვის ©საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ 43 რომელი ცხოველი ძოვს ბალახს? რომელი იკვებება ხორცით? რომელი ნადირის ხორცს ვჭამთ? რომელი ნადირის ტყავია გამოსადეგი? ბეწვი? როგორ ცხოვრობენ ზამთარში და რით იკვებებიან? რომელი ცხოველები ბინადრობენ ჩვენს ტყეებში? რომელია თბილი ქვეყნების ცხოველები? მასწავლებელი გაახსენებს ბავშვებს, რომ ზოგი ცხოველი იკვებება მცენარეებით, ზოგი კი - ხორცით. პირველებს ეწოდება მცენარიჭამიები და მათ ბრტყელი კბილები აქვთ, ხოლო მტაცებლებს - ბასრი, მსხვერპლის მოსაკლავად და დასაგლეჯად. მასწავლებელი აჩვენებს ბავშვებს შესაბამის სურათებს ენციკლოპედიიდან. მასწავლებელი მოუთხრობს ბავშვებს ძუძუმწოვრების შესახებ. ძუძუმწოვრები იმიტომ ჰქვიათ, რომ თავიანთ შვილებს ძუძუს აწოვებენ და რძით კვებავენ. შუა ზამთარში, დათვის ბუნაგში ბელები იბადებიან. თავდაპირველად ისინი პატარები და უმწეოები არიან. გაზაფხულზე დათუნიები დედასთან ერთად იწყებენ სეირნობას. დედა მათ მტრებისაგან იცავს და საკვების დამოუკიდებლად მოპოვებას ასწავლის. ძუძუმწოვართა უმრავლესობა თავის ნაშიერს გაზაფხულზე შობს. მელიის ნაშიერები სოროში ცხოვრობენ, ციყვისა - ფუღუროში ან ბუდეში, ხეზე, კურდღლის ბაჭიები კი - ბუჩქის ქვეშ. მელიები და ციყვები თვალდახუჭულნი, სრულიად უმწეოები იბადებიან, ბაჭიები კი პირველი დღიდანვე კარგად ხედავენ და სიარულსა და ხტუნვას იწყებენ. დიდაქტიკური თამაში "რომელი ცხოველია?": ბავშვები წრიულად სხდებიან სკამებზე. მასწავლებელი უხმობს თავისთან ერთ-ერთ ბავშს და ჩასჩურჩულებს ყურში რომელიმე ცხოველისა ან ფრინველის სახელს ისე, რომ სხვა ბავშვებმა არ გაიგონ. შემდეგ ამ ბავშმა უნდა ჩამოთვალოს ჩაფიქრებული ცხოველის (ფრინველის) დამახასიათებელი ნიშნები, მიბაძოს მოძრაობით, ხმით. დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ. ვინც გამოიცნობს, ის მივა მასწავლებელთან და თამაში გრძელდება. (იგივე თამაშის უფრო რთული ვარიანტი: წამყვანი ჩაიფიქრებს ფრინველს ან ცხოველს. დანარჩენი მოთამაშეები რიგ-რიგობით უსვამენ მას კითხვებს, რომლებზედაც წამყვანმა უნდა უპასუხოს "კი" ან "არა". სხვა ტიპის კითხვების დასმა არ შეიძლება. იგებს ის მოთამაშე, რომელმაც გამოცნო, რა იყო ჩაფიქრებული. წამყვანი იგებს, თუ ვერავინ გამოიცნობს). დამხმარე მეთოდური მასალა მასწავლებლებისთვის ©საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ 44 სეირნობა ან სიმღერის გაკვეთილი მასწავლებელი წაიკითხავს ლ.ჯაფარაშვილის ლექსს (დამატება 1). ბავშვები იმსჯელებენ, რა იყო ლექსში მართალი, რა ტყუილი. მასწავლებელი წაუკითხავს ბავშვებს გამოცანებს (დამატება 2), ბავშვები პასუხობენ. მასწავლებელი წაუკითხავს და ზეპირად ასწავლის გ.ჭიჭინაძის ლექსს "დათუნია დრუნჩა" (დამატება 3). ბავშვები გასცემენ კითხვებზე პასუხებს: რას ღიღინებდა დათუნია დრუნჩა? როგორ მოიქცა, როცა მას გზაზე შეხვდნენ ვირთხა, ზღარბი, მელია? რომ ჰქონოდა, მისცემდა თუ არა დათუნია კოდალასაც ერბოს? რატომ? რომელი სიტყვებით დაახასიათებდით დათუნიას - ბოროტი, ხელგაშლილი, ძუნწი, გულუბრყვილი, კეთილი? (მოდევნო დღეებში მოხდება ამ ზღაპრის ინსცენირება). თამაში "ზოოლოგიური ლოტო"-ს გამოყენებით. ხატვა: "დათუნია ქილით ხელში". დამატება 1 “ თეთრი დათვი კანკალებდა ვერ უძლებდა სიცივეს, ინდაური გუბურისკენ მიუძღოდა წიწილებს, ლომს ჩანთაში შვილი ეჯდა, კვიცი კვერცხში წიოდა, სირაქლემა დაღოღავდა, ზღარბს ბანაკში სციოდა. უღრან ტყყეში გამთენიას მგელს გაუჩნდა ცხრა ბელი, გზად გამეცნო ყვავის შვილი აღარ მახსოვს სახელი.” დამატება 2 ზამთარში რომ კანფეტივით პირში უდევს თათი, დუდღუნა და დრუნჩა ცხოველს რა ჰქვია და დ..... (დათვი) დამხმარე მეთოდური მასალა მასწავლებლებისთვის ©საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ 45 ეს ტყის მშვენება, ლაზათი რად ხდება ნანადირევი? თავბორჯღლა, ფეხებლამაზი და უწყინარი ი... (ირემი) თვალებბრიალა ავი, ძუნძულებს შიშის მგვრელი, ბეწვი რუხი და შავი აქვს, აბა რა ჰქვია? მ....(მგელი) თავსავარცხელა ლამაზი თავს იჩენს მწერით, ობობით ბუდე კი სუნიანი აქვს, ამ ფრინველს ჰქვია ო....(ოფოფი) ბინადრობს კლდეში იქ სადაც მთებია ცამდე აწვდილი ფრინველთა მეფეს სასწრაფოდ მითხარ რა ჰქვია? ა...(არწივი) ტყეს აზანზარებს ღრიალით, თუმცა არ უყვარს ომი... დინჯი, ლამაზი, ამაყი, ნადირთ მეფეა ლ....(ლომი) აფრიკის ბინადარია, ყელგრძელი როგორც გვირაბი, მასზე მაღალი ოთხფეხი ქვეყნად არ დადის ჟ...(ჯირაფი) დილით მზეს ერთად უმღერენ და არა თითოოროლად ცისკენ წკრიალით რომ მიქრის ამ ფრინველს ჰქვია ტ...(ტოროლა) ერთ მინდორზეა დახტოდა, ერთი უკუდო კატაო, რაც საკუდეზე დააკლდა ყურებზე მოემატაო. (კურდღელი) კუდბათქუნა ნადირია, უცნაური რამე ცქვიტი მაღალი ხის კენწეროზე დანავარდობს როგორც ჩიტი, ზამთრისათვის ზაფხულშივე იმარაგებს თხილს და კაკალს და მგელივით თოვლ-ყინვაში ის არ იწყებს ტყე-ტყე წანწალს. (ციყვი) ცხელ ქვეყნების ბინადარი, ტანად უზარმაზარი გრძელცხვირა და კისერმოკლე ეშვები აქვს მაგარი. (სპილო) ერთი რამე სულიერი საქათმეში მძრომელია, ყველამ იცის მისი საქმე გამოიცან რომელია. (მელა) მანჭიასა და მიმბაძველს მხიარული აქვს გუნება, ზოოპარკში რომ მივდივართ გვიყვარს იმისი ყურება (მაიმუნი) არის ცხოველი ქაცვია, ტანზე ეკალი აცვია. (ზღარბი) დამხმარე მეთოდური მასალა მასწავლებლებისთვის ©საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ 46 ერთნაირი ცხოველია სიარული იცის ნელი, მტრისგან თავის დასაცავად ჯავშანი აქვს ზურგზე სქელი. (კუ) ჩვენს შინაურ თხას წააგავს ბინადარია მთისა, მაღალ კლდეებზე ნავარდობს, ბარში აქვს შიში მტრისა. (ჯიხვი) დამატება 3 ერთი ქილა ერბო დათუნიას ერგო ერთი ქილა ერბო. მოდიოდა გზაზე ღიღინებდა ასე. დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა რაგინდ ბევრი მეხვეწოთ არ დაგითმობთ არვისა! უცებ შეხვდა ვირთხა არ უცდია დიდხანს, თქვა დაიდებ ცოდვასო თუ არ მაჭმევ ცოტასო... რას იზამდა დრუნჩა, მისცა ერთი მუჭა. მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე: დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რაგინდ ბევრი მეხვეწოთ არ დაგითმობთ არვისა. წინ დაუხვდა ზღარბი, მშიერი და ხარბი,- თქვა დაიდებ ცოდვასო თუ არ მაჭმევ ცოტასო. რას იზამდა დრუნჩა მისცა ორი მუჭა. მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე: დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რაგინდ ბევრი მეხვეწოთ არ დაგითმობთ არვისა. გამოუდგა მელია, მელა კუდაგრძელია, თქვა: დაიადებ ცოდვასო თუ არ მაჭმევ ცოტასო. რას იზამდა დრუნჩა, მისცა სამი მუჭა. მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რაგინდ ბევრი მეხვეწოთ არ დაგითმობთ არვისა. ბოლოს შეხვდა კოდალა, დ

Comments

Popular Posts