Skip to main content

Posts

Featured

თემა: გარეული ცხოველები მეცადინეობის მიზანი: გარეული ცხოველების ცხოვრების პირობებისა და თავისებურებების გაცნობა; მეტყველების განვითერება; დამოუკიდებლად მსჯელობის უნარის გაუმჯობესება; ხელის მცირე მოტორიკის განვითარება; მხედველობითი მეხსიერების განვითარება; სიტყვათა მარაგის გამდიდრება. მოსამზადებელი სამუშაო: მასწავლებელი წინასწარ, 3-5 კვირის განმავლობაში, ათვალიერებინებს ბავშვებს გარეული ცხოველებისა და ფრინველების სურათებსა და სათამაშოებს. ჯერ იწყებს ნაცნობი ცხოველებით - მელა, მგელი, დათვი, კურდღელი, ირემი და ა.შ. სათითაოდ გააცნობს მათ. აუხსნის, სად ცხოვრობენ, რითი იკვებებიან. რომელი ცხოველია მტაცებელი. უყვება ბავშვებს, რომ ეს ცხოველები ცხოვრობენ ჩვენს ტყეებში. უკითხავს ზღაპრებს, რომლებშიაც ეს ცხოველებია გამოყვანილი. მერე თანდათან დაუმატებს სხვა ქვეყნების ცხოველებს - სპილო, ლომი, ზებრა, ვეფხვი, ჟირაფი და ა.შ. საილუსტრაციოდ სხვა სურათებთან და სათამაშოებთან ერთად გამოიყენებს წიგნს "მოსწავლის პირველი ენციკლოპედია. ცხოველები" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). მეცადინეობის მსვლელობ

Latest Posts